Belive

დანილო: "რონალდუ ხუმრობს, ბრაზილია ჩემთან ერთად 5 მუნდიალით მეტს მოიგებდაო"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელმა დანილომ კრიშტიანუ რონალდუს შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა. შეგახსენებთ, რომ დანილო და რონალდუ თანაგუნდელები ჯერ მადრიდის "რეალში" იყვნენ, ახლა კი ერთად იტალიაში თამაშობენ. "კრიშტიანუს "ბლანკოსიდან" ვიცნობ და ძალიან მიხარია, რომ "იუვენტუსში" ისევ ერთად ვართ. რონალდუ ყურადღებიანია ბევრი დეტალის მიმართ, რითაც შემდგომში მისი წარმატებები აიხსნება. კრიშტიანუ ხუმრობს, ბრაზილიის ნაკრებში რომ მეთამაშა, "სელესაოს" ხუთი მსოფლიო ჩემპიონატით მეტი ექნებოდაო," - თქვა დანილომ. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელთათვის ბოლო წარმატებული მუნდიალი 2002 წელს გამოდგა.

სხვა სტატიები