ორელიენ ჩუამენი ფრანგი ამომავალი ვარკსვლავია – ფეხბურთელს, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ, კონტრაქტს “ლივერპული” და “პარი სენ-ჟერმენი” სთავაზობდნენ, თუმცა 22 წლის ფეხბურთელმა არჩევანი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულზე შეაჩერა.
ევროპის უპრესტიჟულესი ტურნირზე მორიგი ტრიუმფის შემდეგ, “რეალი” პირველი ტრანსფერისთვის ემზადება: Goal.com-ის ინფორმაციით, ორმხრივი მოლაპარაკება წარმატებით მიმდინარეობს და შეთანხმების მიღწევამდე, მაქსიმუმ, რამდენიმე საათია დარჩენილი.
22 წლის ჩამშლელი ნახევარმცველის სანაცვლოდ, “მონაკო” €100 მილიონს მიიღებს (ბონუსების ჩათვლით). მისი პოზიციის მიუხედავად, ახალგაზრდა ფეხბურთელი შეტევაშიც პროდუქტიულია: აწ უკვე დასრულებულ სეზონში 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.
There’s no stopping that strike
– ‣ #LOSCASM | @atchouameni pic.twitter.com/kXIyJP9luz
— AS Monaco EN (@AS_Monaco_EN) May 9, 2022
ამჟამად ჩაუმენი საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად იმყოფება და ერთა ლიგის მატჩებისთვის სამზადისს გადის. სავარაუდოა, რომ მისი სამედიცინო შემოწმება მომდევნო დღეებშია დაგეგმილი.
ცნობილია ისიც, რომ მბაპეს ტრანსფერზე მუშაობის პარალელურად, მადრიდის “რეალი” ჩაუმენის ტრანსფერზე მთელი წლის განმავლობაში მუშაობდა.
2019/20 წლების სეზონის შემდეგ, მადრიდული გრანდი ხმაურიან და მრავალმილიონიან ტრანსფერს პირველად განახორციელებს. გასულ სეზონში, მადრიდელებმა ედუარდო კამავინგა (€31 მლნ.) და დავიდ ალაბა (თავისუფალი აგენტი) დაიმატეს, ხოლო 2020/21 წლების ზაფხულის სატრანფერო პერიოდში “რეალს” ფეხბურთელი საერთოდ არ შეუძენია.
ასევე იხილეთ: კამავინგას გზა – ლტოლვილთა ბანაკიდან ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე