Belive

ჩრდილოეთ კორეაში ოლიმპიური თამაშების გაშუქება დღეს დაიწყეს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ მსოფლიო მორიგი ოდიოზური გადაწყვეტილებით გააკვირვა. ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში, ოლიმპიური თამაშების გაშუქება დასრულებიდან რამდენიმე დღის შემდეგ დაიწყეს. აღნიშნულ ინფოცმაციას BBC ავრცელებს. წყაროს მტკიცებით, ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური სატელევიზიო არხის ეთერში, ქალთა საფეხბურთო მატჩის 70-წუთიანი მონაკვეთი გაუშვეს. აღნიშნულ მატჩში დიდი ბრიტანეთის ქალთა საფეხბურთო ნაკრები ჩილეს დაუპირისპირდა და ის 21 ივლისს გაიმართა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქალთა საფეხბურთო მატჩი კომენტირების გარეშე, საკმაოდ დაბალი რეზოლუციით გააშუქეს.