Belive

კვარაცხელია: "თავისუფლება ჩემი ხელწერაა" | სტატია New York Times-ში

1 წლის წინ ფეხბურთი
6 წთ

უკვე 9 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის ცაზე ბრწყინავს. ამ პერიოდში, ქართველმა ტალანტმა მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მიიპყრო და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც New York Times-ი კვარაცხელიათი ინტერესდება. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი გამოცემის კორესპონდენტი, რორი სმითი, ნეაპოლს ეწვია, რათა ხვიჩას თავად შეხვედროდა.

მათი შეხვედრა ღრუბლებში გახვეული ვეზუვის ფონზე, "გრანდ ჰოტელ პარკერსის" ტერასაზე შედგა. სმითი აღნიშნავს, რომ კვარა კომფორტის ზონის მიღმა იმყოფებოდა და არ იცოდა, ხელები სად წაეღო - მისი საშინაო მოედანი ის სტადიონებია, სადაც საოცრებებს ახდენს.

“აქ ჩამოსვლის შემდეგ, პირველივე დღიდან, თავი სიზმარში მგონია", - ამბობს იგი.

კვარაცხელიას მსგავს გზას დღეს იშვიათად თუ გადიან. 10 წლის მოთამაშეებს უკვე აგენტები ჰყავთ აყვანილი, 12 წლის ასაკში სპორტულ ბრენდებთან კონტრაქტს აფორმებენ და მომდევნო 2 წელიწადში, YouTube-ზე მილიონობით ნახვებს აგროვებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 16 წლის ასაკში, მათ ევროპის უდიდესი გრანდები თავს ეხვევიან.

კვარაცხელიას ისტორია კი სხვანაირია: 21 წლის ასაკში, ყურადღება ყაზანის "რუბინში" თამაშისას მიიქცია - ეს არის საშუალო დონის რუსული კლუბი, რომელიც ევროპის მეორე დონის ტურნირებზე ასპარეზობს. თითქოსდა, არ არსებობს გარემოება, რომელიც აქ მოთამაშე ფეხბურთელს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გამანადგურებელ ძალად აქცევს.

No description available.

კვარაცხელიას სანაცვლოდ, "ნაპოლიმ" $10 მილიონზე ოდნავ მეტი გადაიხადა. ყაზანში კონტრაქტის გაუქმების შემდეგ, დროებით "დინამო ბათუმში", მის სამშობლოში ასპარეზობდა. რამდენადაც ცნობილია, იტალიური კლუბი მას 2 წლის განმავლობაში აკვირდებოდა.

მომდევნო თვეების განმავლობაში, კლუბის გულშემატკივარმა კვარადონა უწოდა. უფრო განათლებულები "კვარავაჯოს" ეძახიან. ერთ-ერთმა ქართულმა კომპანიამ ნეაპოლში ჩარტერული რეისების გაკეთებაც კი დაიწყო, რათა დიეგო არმანდო მარადონას სტადიონზე უფრო მეტმა ქართულმა დროშამ იფრიალოს.

საშობაოდ, მისი აგენტი "მანჩესტერ სიტისთან" მოლაპარაკებას აწარმოებდა - კლუბთან, რომელიც თავის ბიუჯეტში $100 მილიონის გამონახვას ცდილობდა, რათა ქართველი ფენომენი "ნაპოლისთვის" წაერთმია.

ნეაპოლიში ჩასვლიდან 9 თვის შემდეგ, კვარაცხელია გარეგნულად ამომავალ სუპერვარსკვლავს კვლავ არ წააგავს. თმა აჩეჩილი აქვს: არ იფიქროთ, რომ ამას განზრახ ან ხელოვნურად აკეთებს, უბრალოდ ასეთ საკითხებზე ყურადღებას არ ამახვილებს. ხშირ წვერს ატარებს, რამაც მას მორიგი მეტსახელი, "ჩე კვარა" მოუტანა. სხვა თვალით რომ შეხედოთ, გულდათუთქულ, სასიყვარულო ლექსებით განთქმულ პოეტს ან პოლიტიკით დაინტერესებულ, მოუთმენელ სტუდენტს წააგავს.

No description available.

"მადლიერი ვარ სიყვარულის იმ თითოეული გამოხატულებისადმი, რასაც ადამიანებისგან ვგრძნობ. შეგვიძლია, ეს ქება-დიდებად მივიჩნიოთ, მაგრამ მათი ხმა მოტივაციად და შთაგონებად ჩამესმის. ეს უდიდესი პასუსიხმგებლობაა: თითოეულ მატჩში უნდა დავამტკიცო, რომ გაცემული ავანსის გამართლება შემიძლია".

სერია A-ში ჩატარებულ სადებიუტო სეზონში, 21 მატჩში, 10 გოლი გაიტანა, თანაგუნდელები საგოლე პასით კი 11-ჯერ მოამარაგა. ბოლო გოლი გასულ შაბათს გაიტანა - ისტორიაში შესატანი გოლი, როდესაც მან 3 მცველს შორის ზიგზაგურად გაიარა და დაუნდობელი დარტყმით მეკარის კარი აიღო.

ამ გოლისა და გამარჯვების შედეგად, "ნაპოლიმ" უახლოეს მდევარს 18 ქულით გაუსწრო. ბოლო 33 წელიწადში, გუნდი პირველ სერია A-ს ტიტულს უმიზნებს, ამისი ერთ-ერთი ამხსნელი, ხელისშემწყობი საკითხი სწორედ კვარაცხელია გახლავთ.

თავი ჩემპიონთა ლიგაზეც გამოიჩინა. უკანასკნელად ეს ფრანკფურტის "აინტრახტთან" მოხდა, როდესაც მისი სრულიად დაუჯერებელი, ქუსლით გაკეთებული საგოლე პასით, "ნაპოლიმ" გასვლით მატჩში გაიმარჯვა.

“თავისუფლება ჩემი ხელწერაა. ეს არის ის, რასაც ჩემს თავში ვპოულობ. ეს კი იმიტომ ხდება, რომ ჩემი საქმე მიყვარს. როდესაც ფეხბურთს ვთამაშობ, თითქოს მას სადღაც მივყავარ", - თქვა მან.

No description available.

"ნაპოლიში" გადასვლამდე, ლუჩანო სპალეტისთან ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი შედგა. "კარგად ვისაუბრეთ", - იხსენებს კვარა. მისი სიტყვებით, მწვრთნელს საკუთარი თავის გამოსაჩენად სრული თავისუფლება არ მიუცია - უთხრა, რომ გუნდისთვის უნდა ემოქმედა. "დაცვაში შესასრულებელ სამუშაოზე და გუნდური სულისკვეთების მნიშვნელობაზე ვილაპარაკეთ. მისთვის სწორედ ეს არის საინტერესო: სულისკვეთება."

სპონტანური გადაწყვეტილების მიმღები, იმპროვიზაციის მოყვარული ფეხბურთელისთვის, შესაძლოა ეს სასიამოვნოდ მოსასმენი არც ყოფილიყო. მას უთხრეს, რომ სოლისტის როლს არ მიანიჭებდნენ და უბრალოდ, ანსამბლის წევრი უნდა გამხდარიყო. თუმცა კვარაცხელიამ ყველაფერს შესანიშნავად მიხვდა: "იტალიელი მწვრთნელები განთქმულნი არიან იმით, რომ ფეხბურთელს უკეთესად ასპარეზობისკენ უბიძგებენ", - აღნიშნა მან.

"ვთამაშობ მთელი გულით, ვნებით, მაგრამ ამ დროს გონება მუდმივად ჩართული მაქვს. ეს არის კომპლექტი იმისა, რაც ვარჯიშზე ისწავლე, რაც მანამდე შეგეშალა და რა შესაძლებლობები არსებობს შენს წინ", - დაამატა კვარამ.

Kvaratskhelia-napoli-1

იცის, რა არის მისი მორიგი გამოწვევა.

გუნდებმა, განსაკუთრებით იტალიაში, მისგან თავდასაცავად თამაში სხვაგვარად დაიწყეს. მოედანზე თავის გამორჩეულობას გრნობს, თუმცა ეს არ აწუხებს. ამას კომპლიმენტად იღებს. 9 თვის შემდეგ, ყოველმა კლუბმა, რომელიც "ნაპოლის" ხვდება, კარგად უწყის, რომ ხვიჩა კვარაცხელიას შესაჩერებლად და კომფორტის ზონიდან გასაყვანად რაიმე გზა უნდა იპოვოს - ადამიანის, რომელიც 1 ღამეში სენსაციად მოგვევლინა და რომელიც იტალიისა და ევროპის ცაზე კაშკაშებს.

სხვა სტატიები