კიევო ბანკროტად გამოცხადდა – მფრინავი ვირები სერია D-ში დააქვეითეს

ვერონასკეივო“, კლუბი, რომელიც წლების განმავლობაში იტალიური ფეხბურთის ელიტაში ადგილს ღირსეულად იკავებდა, ბანკროტად გამოცხადდა.

“მფრინავი ვირები”, რომელიც ფინანსური პრობლემების გამო 2018/19 წლების სეზონში სერია A-ში ბოლო, მეოცე პოზიციაზე გავიდნენ და იტალიის რანგით მეორე დივიზიონში დაქვეითდნენ, საბოლოოდ იქამდე მივიდნენ, რომ სერია D-ში აღმოჩნდნენ.

ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციაში შეტანილი სარჩელი ვერონულ კლუბს არ დაუკმაყოფილეს, შედეგად კი კლუბს სახელის გადარქმევაც კი მოუწევს და ასპარეზობას ფაქტობრივად სამოყვარულო დონეზე, სერია D-ში, ახალი რესურსით დაიწყებს.

არადა, ამ იტალიურ კლუბს მდიდარი წარსული გააჩნია. 200-იანი წლების დასაწყისში კლუბი ევროთასებზეც აქტიურად გამოდიოდა და 2002 წელს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც კი მონაწილეობდა.

წინა სეზონში გუნდმა სერია B-ში გამოსვლა მერვე პოზიციაზე დაასრულა, პლეი-ოფში კი “ვენეციასთან” დამარცხდა, რომელმაც სერია A-ს საგზური მოიპოვა.

კიევო ბანკროტად გამოცხადდა – მფრინავი ვირები სერია D-ში დააქვეითეს

სტატიის ავტორი
-