Belive

"ის აქ ინსინიეს დანაკლისის შესავსებად მოდის" - კვარაცხელიას თამაშს იტალიაში გამოეხმაურნენ

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების მარცხენა ვინგერს, ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია და ეროვნულ ლიგაში დიდებულ თამაშს აჩვენებს, იტალიური მედია აქებს.
La gazzeta dello sport-ის ჟურნალისტი Salvatore Amoroso სოციალურ ქსელში "ნაპოლის" მომავალი ფეხბურთელის შესახებ წერს: "მართალია, ეს მხოლოდ საქართველოს ლიგაა, როგორც ამას ბევრი ამბობს, მაგრამ მოედნის ხედვა და ტექნიკა თანდაყოლილია". ასევე, areanapoli-ი თავის სტატიაში ქართველ 21 წლის ფეხბურთელს შემდეგნაირად ახასიათებს: "მას იმ დანაკლისის შევსება შეუძლია, რომელსაც ინსინიეს წასვლა გამოიწვევს. პოლიტიკა ასეთია: ერთი გადის, ერთი შედის. თუ ვინმე კარგია მესამე ლიგაში, როგორც კვარაცხელია, არ ნიშნავს რომ უმაღლეს ლიგაში წარმატებას ვერ მიაღწევს. ყველაფერი შესაძლებელია. კვარაცხელია შესანიშნავი ფეხბურთელია".
ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 9 შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას აქტივში 5 გოლი და 2 საგოლე პასია.  

სხვა სტატიები