Belive

რონალდუმ დიბალას მანჩესტერში შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით რჩევა მისცა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უკვე ცნობილია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტურინის "იუვენტუსსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს. იტალიური და ინგლისური კლუბები რომელუ ლუკაკუსა და პაოლო დიბალას გაცვლის საკითხზე მუშაობენ. Daily Mail-ში დღეს საკმაოდ საინტერესო სტატია გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც, კრიშტიანუ რონალდუ დიბალას გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება. პორტუგალიელი ლეგენდა არგენტინელ ფეხბურთელს "იუნაიტედში" გადასვლას ურჩევს. ყოფილი "წითელი ეშმაკის" აზრით, პაოლო მანჩესტერში ჩემპიონად ჩამოყალიბდება. შეგახსენებთ, რომ რონალდუმ 2003-დან 2009 წლამდე "იუნაიტედის" მაისურით 9 ტიტული მოიგო, შემდეგ კი "ბლანკოსში" გადავიდა.

სხვა სტატიები