ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, რონალდინიო, გულშემატკივრების მხრიდან ,,პსჟ-ს” კრიტიკას გამოეხმაურა, რაც განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ გახშირდა:
,,არაფერი მესმის, რადგან პსჟ-ში დიდებული ფეხბურთელები თამაშობენ. რისი შეცვლა გინდათ? გსურთ, რომ გუნდში ყველაზე ცუდი მოთამაშეები მოიყვანონ? უნდა დაველოდოთ, სანამ ისინი ახალ ცხოვრებას და სათამაშო სტილს შეეჩვევიან. ადაპტაციის პროცესი ნორმალურია.
ნეიმარი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. წელს მას რამდენიმე ტრავმა ჰქონდა. როცა 100%-ით მზადაა, განსაკუთრებულია. ნეიმარი, დი მარია, მესი – თუ მათით კმაყოფილი არ ხართ, მაშინ ვინ უნდა ითამაშოს?” – რონალდინიოს სიტყვებს RMC Sport-ი ციტირებს.
,,პარი სენ ჟერმენი” ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონს მერვედფინალიდან გამოეთიშა, სადაც მადრიდის ,,რეალთან” ორი მატჩის ჯამში 2:3 დამარცხდა.