Belive

ვის გაუშვებენ პრემიერ ლიგიდან პირველ რიგში? - ჩისკოს ყველაზე მაღალი შანსი აქვს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბრიტანული გამოცემა, The telegraph-ი ინგლისის პრემიერ ლიგაში ახალი სეზონის დაწყების წინ, სხვადასხვა საინტერესო პოზიციასთან დაკავშირებით, ბუქმეიქერების პროგნოზებს აქვეყნებს, მათ შორის ერთ-ერთი კი მთავარი მწვრთნელების მომავალი გახლავთ. კითხვაზე, თუ რომელი გუნდის მთავარ მწვრთნელს გაათავისუფლებენ დაკავებული თანამდებობიდან პირველ რიგში, ბუქმეიქერები "დინამო თბილისის" ყოფილ და "უოტფორდის" ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელს, ჩისკო მუნიოსს პასუხობენ. ქართული ფეხბურთისთვის კარგად ნაცნობი სპეციალისტის მიერ პოსტის დატოვებას პროგნოზისტები 14%-ით აფასებენ.
40 წლის ესპანელმა, საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბთან ერთად ორჯერ ეროვნული ლიგა მოიგო, ხოლო “უოტფორდში” დანიშვნის შემდეგ, გუნდს 25 მატჩში უხელმძღვანელა, საიდანაც 17 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა, 5-ში დამარცხდა და ჩემპიონშიფიდან პრემიერ ლიგაში აღზევდა.  

სხვა სტატიები