Belive

ლიგა 1 გამონაკლისს დაუშვებს - რა ნომრით ითამაშებს მესი პსჟ-ში?

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მას შემდეგ, რაც მის მშობლიურ "ბარსელონასთან" 21-წლიანი თანამშრომლობა დასრულდა, როგორც ირკვევა, ლეო მესი "პარი სენ-ჟერმენს" თავისუფალი აგენტის სტატუსით, თავდაპირველად ორწლიანი კონტრაქტით შეუერთდება წელიწადში 25 მილიონ ევროს მიიღებს. საუბარი იყო იმაზე, რომ მესი "პსჟ -ში" 19-ნომრიან მაისურს მოირგებდა, მას შემდეგ, რაც პატივისცემით უარყო მისი ახლო მეგობრის და ყოფილი თანაგუნდელის ნეიმარის შემოთავაზება მეათე ნომრის დათმობაზე. მაგრამ ახლა Marca ავრცელებს ინფორმაციას, რომ "პსჟ-მ" მესის 30-ნომრიანი მაისური შესთავაზა და სავარაუდოდ, ოქროს ბურთის ექვსგზის მფლობელი სწორედ ამ ნომერს აირჩევს. "ბარსელონაში" მესის დებიუტი სწორედ 30-ნომრიანი მაისურით ჰქონდა, 2006 წელს მან მე-19 ნომერი მოირგო, ორი წლის შემდეგ, რონალდინიოს კლუბიდან წასვლის შემდეგ კი არგენტინელი სუპერვარსკვლავი "ბლაუგრანას" ახალი მეათე ნომერი გახდა.
Image: PA
საინტერესოა, რომ ლიგა 1-ის წესებში ნათქვამია, რომ 30 ნომერი მხოლოდ მეკარეებისთვის უნდა იყოს განკუთვნილი, მაგრამ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის ხელმძღვანელობა ფეხბურთის ისტორიაში, უდავოდ, უდიდესი ფეხბურთელისთვის გამონაკლისის დაშვებაზე პრობლემას არ შექმნის. ჯანლუიჯი დონარუმამ, რომელიც პარიზელებს ასევე მიმდინარე ზაფხულში შეუერთდა, 50-ნომრიანი მაისური აიღო, რადგან მას არ ჰქონდა უფლება თავისი საყვარელი 99-ე ნომერი მოერგო, რომლითაც იგი "მილანში" თამაშობდა. ლეო მესიმ 21-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ, კონტრაქტის დეტალებზე ვერ შეთანხმების შედეგად დატოვა.

სხვა სტატიები