ბარსელონასა და ნეიმარს შორის სამართლებრივი დავის შედეგები ცნობილია

“ბარსელონას” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კლუბის ყოფილ ფეხბურთელთან, ნეიმართან ყველა იურიდიული პრობლემა მოგვარებულია.

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ხელი მოაწერა შეთანხმებას კატალონიურ კლუბთან, რომელიც გულისხმობდა, რომ დასრულებულიყო დავა, რომელიც მხარეებს შორის მიმდინარეობდა, კერძოდ, სამი პრეტენზია შრომის ინსპექციაში და ერთი სამოქალაქო სარჩელი. ამრიგად, მხარეები ერთმანეთს მშვიდობიანად, შეთანხმების საფუძველზე დაშორდნენ.

ნეიმარი “პარი სენ-ჟერმენში” “ბარსელონადან” 2017 წელს, ფეხბურთის ისტორიაში სარეკორდო, 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, რა თანხაც ხელშეკრულებაში გაწერილი იყო კონტრაქტის გამოსასყიდი კომპენსაციის სახით.

29 წლის შემტევი “ბარსელონას” მაისურით 2013-17 წლებში თამაშობდა და 186 ჩატარებულ შეხვედრაში 105 გოლის გატანა და 76 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. მან “ბლაუგრანაში” ყველა შესაძლო ტიტული არაერთხელ მოიგო, მათ შორის ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და ორჯერ ლა ლიგა.

ბარსელონასა და ნეიმარს შორის სამართლებრივი დავის შედეგები ცნობილია

სტატიის ავტორი
-