Belive

ბარსელონა გუნდის მთავარ ფიგურებს პრემიერ ლიგაში უშვებს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კატალონიის "ბარსელონა" საკუთარი ვარსკვლავების გასხვისებას გეგმავს. Mirror იუწყება, რომ სატრანსფერო პერიოდში ინგლისური კლუბებისათვის ესპანური გრანდის 9 ფეხბურთელი იქნება "ხელმისაწვდომი". გასხვისებად ფეხბურთელებს შორის არიან ანტუან გრიზმანი, ლუის სუარესი, ოსმან დემბელე, ივან რაკიტიჩი და არტურო ვიდალი. აღსანიშნავია, რომ ანტუან გრიზმანის გუნდიდან წასვლის შესახებ ბოლო პერიოდში საკმაოდ ბევრი იწერებოდა, თუმცა კატალონიურმა პრესამ ეს ყველაფერი კატეგორიულად უარყო და გამორიცხა, თუმცა უახლესი ინფორმაცია აღნიშნული საკითხის საპირისპიროდ მეტყველებს. ლიონელ მესი ერთადერთია გუნდის მთავარ ფიგურებს შორის, რომლის გასხვისებასაც კატალონიური კლუბი არც კი განიხილავს. ამ ეტაპზე გუნდის მესვეურების მხრიდან საკითხს ოფიციალური გამოხმაურება არ მოჰყოლია.

სხვა სტატიები