Belive

"ბოდიში დონარუმას", პრემია სკაუტს", "ის სილესენს სკამზე დასვამს" - რას წერენ ესპანელი ქომაგები მამარდაშვილზე​?

2 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
ლა ლიგის 2020/21 წლების სეზონის გახსნით შეხვედრაში “ვალენსიამ” “მესტალიაზე” “ხეტაფეს” უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში 20-წლიანი პაუზის შემდეგ, ესპანეთის რანგით უმაღლეს დივიზიონში, ქართველმა ფეხბურთელმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა. გიორგი მამარდაშვილი ამ კუთხით გიორგი დემეტრაძის შემდეგ პირველი ქართველი, ხოლო მის თანამემამულეებს შორის ისტორიაში მეოთხე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ლა ლიგაში თამაშის გამოცდილება მიიღო. მოედანზე გატარებულ 90 წუთში გიორგი მამარდაშვილმა მეტოქის დარტყმული ბურთი ოთხჯერ მოიგერია, გოლი არ გაუშვა, მოედანზე მყოფ ორივე გუნდის ყველა მოთამაშეს შორის უმაღლესი, 8.1 შეფასება დაიმსახურა და “ღამურებთან” ერთად პირველი სამი ქულაც მოიპოვა, რა შედეგითაც, მისი გუნდი, ბუნებრივია, რომ ამ მომენტში პირველ ადგილზე იმყოფება.
[GetPaidStock.com]-6116ea164076e
  მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრების 20 წლის მეკარის შთამბეჭდავ თამაშს სოციალურ ქსელში განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა, საიდანაც ესპანელი გულშემატკივრების გამორჩეულ კომენტარებს შემოგთავაზებთ:
"შეუძლებელია, სეზონის უფრო ქაოსურად დაწყება - პირველივე წუთზე ფეხბურთელის გაძევებით, მაგრამ ამ შემთხვევაში მხსნელად გიორგი მამარდაშვილი მოგვევლინა"; "მამარდაშვილმა ის მძიმე ტვირთი მოგვხსნა, რომელიც ნეტოს წასვლის შემდეგ გვქონდა"; "გრანადასთან" მატჩის შემდეგ ვაკვირდებით მამარდაშვილს, მისი კონტრაქტის შეძენა სულ რაღაც 1 მილიონი ჯდება, ასე რომ, ეს თითქმის საჩუქარია";  "მამარდაშვილი. ვალენსიაში არის მეკარე, რომელიც სილესენსა და ჟაუმეს პრობლემებს შეუქმნის"; "ამ ზაფხულში მხოლოდ ორი მოთამაშე დავიმატეთ - მამარდაშვილი და ალდერეტე, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს მატჩი სწორედ მათ მოიგეს"; "დღეს ლა ლიგა დაიწყო და ჩემთვის დღის მთავარი გმირი თავისი ისტორიით, არის გიორგი მამარდაშვილი. მეკარე, რომელიც სილესენს სკამზე დასვამს" "ის მატჩის საუკეთესო მოთამაშეა"; "თქვენ აუცილებლად უნდა მისცეთ ჯილდო სკაუტს, რომელმაც მამარდაშვილი "დინამო თბილისიდან" აღმოაჩინა. ესპანური კლუბები ნაკლებად აკვირდებიან ასეთი ქვეყნების ბაზარს"; "ჩემს ცხოვრებას ისეთ მამაკაცს ვანდობდი, რომელიც ზუსტად ამიხსნიდა თუ როგორ წარმოითქმის ამ მეკარის გვარი"; "მამარდაშვილი უფრო მეტი ღირს, ვიდრე "ხეტაფეს" მთელი გუნდი"; "ერთადერთი, რის გამოც მამარდაშვილი Twitter-ის პოპულარულთა სიაში არ არის, არის ფაქტი, რომ ხალხმა არ იცის, როგორ იწერება მისი გვარი"; "მამარდაშვილი არის დამიან კვინტერო, კარატეს ოლიმპიური მედალოსანი"; "ჯიჯი დონარუმა?, ბოდიში, მაგრამ ჩვენ მხოლოდ გიორგი მამარდაშვილზე ვსაუბრობთ"; "გუნდმა ყველაფერი გააკეთა, მაგრამ სამი ქულა მამარდაშვილმა მოგვიპოვა, ენდეთ ამ ადამიანს"; "გიორგი მამარდაშვილი პლანეტაზე საუკეთესო მეკარეა"მისი გვარი ძნელად დასაწერია, მაგრამ ამ მეკარის თამაშის ყურება სიხარულის ცრემლის თანხლებით შეგიძლია";

სხვა სტატიები