Belive

ბენზემა მესის სიტყვებზე: ,,ეს მოტივაციას მმატებს''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის ,,რეალის'' თავდამსხმელი, კარიმ ბენზემა, ლეო მესის კომენტარს გამოეხმაურა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ წელს ,,ოქროს ბურთს'' სწორედ ბენზემა იმსახურებს:

,,მესის სიტყვები მოვისმინე და ძალიან გამიხარდა. სასიამოვნოა, რომ ჩემზე ამას ასეთი ფეხბურთელი ამბობს. ეს მოტივაციას მმატებს,'' - ბენზემას სიტყვებს TyC Sports-ი ციტირებს.
ბენზემამ გასულ სეზონში ,,რეალის” მაისურით ჩატარებულ 46 შეხვედრაში 44 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა მიითვალა. 34 წლის ფეხბურთელმა ,,სამეფო გუნდთან” ერთად წელს ლა ლიგა, ესპანეთის სუპერთასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

სხვა სტატიები