Belive

ბარსელონა კამპ ნოუს გააქირავებს - გულშემატკივრებს სტადიონზე თამაშის საშუალება ექნებათ

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატალონიის ,,ბარსელონა'' 6-დან 11 ივნისის ჩათვლით ქომაგებს სათამაშოდ ,,კამპ ნოუს'' მიაქირავებს. ინფორმაციას გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. მსურველები სტადიონის ქირაობას ერთი საათით, კაცზე 300 ევროდ შეძლებენ. მათ საშუალება ექნებათ ,,ბარსელონას'' გასახდელით ისარგებლონ და შხაპიც მიიღონ. ესპანური მედიის ცნობით, კატალონიელებს შემოსავლების დასაბალანსებლად 30 ივნისამდე 500 მილიონი ევროს გამომუშავება სჭირდებათ. შესაძლოა, ,,ბარსელონამ'' ამგვარ მეთოდს სწორედ ფინანსური პრობლემების გამო მიმართა.


სხვა სტატიები