მხოლოდ Betlive.com-ზე და პირველად საქართველოში – ჯეკპოტები სპორტში! დადე ბილეთი და მოიგე 25 000; 50 000; 75 000 ან 100 000 ლარი!
აქციაში ჩართვა მარტივია: საკმარისია დადოთ მინიმუმ 1 ბილეთი სპორტში ნებისმიერ მოვლენაზე, შეავსოთ ქვიზი და გამოიცნოთ 3 მატჩის პირველი გოლის ავტორი!
ამ კვირაში გამოსაცნობი მატჩებია:
“ბარნლი” Vs. “ლესტერი”
პრემიერლიგის 31-ე ტურის შეხვედრაში “ბარნლი” “ლესტერს” უმასპინძლებს. გასავარდნ ზონასთან ახლოს მყოფმა “ბარნლიმ” პრემიერლიგის ეგიდით გამართულ უკანასკნელ 3 შეხვედრაში იწვნია მარცხი და ახლა საკუთარი გულშემატკივრის წინაშე მოუწევს პრესტიჟის აღდგენა.
“ტარფ მურზე” გასამართ მატჩს ორივე გუნდი დანაკლისით ხვდება. სტივენ დეფური, აარონ ლენონი და ჯონათან უოლტერსი “ბარნლის” დახმარებას ვერ შეძლებენ – “ლესტერის” შემადგენლობაში კი მეთიუ ოლბრაიტონი და დანიელ ამარტე არ იქნებიან. აღსანიშნავია რომ ორ გუნდს შორის გამართული დაპირისპირებები შედეგიანობით არ გამოირჩევა, რაზეც თუნდაც ის ფაქტიც მეტყველებს რომ უკანასკნელ 5 ურთიერთშეხვედრაში მხოლოდ 8 გოლი გავიდა.
საინტერესო ფაქტები მატჩის წინ:
- ორ გუნდს შორის გამართული უკანასკნელი 5 დაპირისპირებიდან “ბარნლის” ფეხბურთელებმა 2 მატჩში შეძლეს ანგარიშის გახსნა. ორ შეხვედრაში “ლესტერის” ფეხბურთელებმა შეძლეს პირველი გოლის გატანა – ხოლო ერთ მატჩში უგოლო ფრე დაფიქსირდა.
- უკანასკნელ ხუთ დაპირისპირებაში “ბარნლის” ფეხბურთელებმა “ლესტერს” მხოლოდ 3 გოლი გაუტანეს. “მელიებმა” მოწინააღმდეგის კარი ხუთჯერ აიღეს.
- მიმდინარე სეზონის პრემიერლიგაში “ლესტერის” საუკეთესო სნაიპერი ჯეიმი ვარდი არის. ინგლისელი ფორვარდის ანგარიშზე 12 გოლია. “ბარნლის” გოლეადორად ეშლი ბარნსი მოგვევლინა, რომელმაც 9 გოლის გატანა შეძლო.