Belive

ბაიერნი ნოიერის შემცვლელად იან ზომერს მოიაზრებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიუნხენის "ბაიერნი" "გლადბახის" მეკარის იან ზომერის შეძენით არის დაინტერესებული. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, გერმანული გრანდი ნოიერის შემცვლელს ეძებს და ამ პოზიციაზე სწორედ 34 შვეიცარიელი კარის დარაჯი მოიაზრება. მიუხედავად იმისა, რომ შეთანხება ჯერ მიღწეული არ არის ბავარიელთა სიაში ზომერი ერთ-ერთი პირველია.

შეგახსენებთ, რომ მანუელ ნოიერმა თხილამურებზე სრიალისას ფეხი მოიტეხა. Sport Bild-ის ინფორმაციით, მეკარე გერმანიის ერთ-ერთ სათხილამურო ტურნირში იღებდა მონაწილეობას.

"ბაიერნი" ბუნდესლიგის მეორე წრეს 20 იანვარს, "ლაიფციგთან" დაპირისპირებით გახსნის. ჩემპიონთა ლიგაზე კი, ნაგელსმანის გუნდი მერვედფინალში "პარი სენ ჟერმენის" წინააღმდეგ ბრუნდება. აღნიშნული დაპირისპირება 15 თებერვალს არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები