Belive

აურელიო დე ლაურენტისი: "მე და ანჩელოტი ყოფილი მეუღლეებივით ვართ"  

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გუდნის მთავარი მწვრთნელის კარლო ანჩელოტის გათავისუფლების შესახებ კომენტარი გააკეთა. "ანჩელოტის მადლობას ვუხდი. მე და ის კვლავ მეგობრები ვართ. მასთან უთანხმოება არასდროს მქონია.  ვწუხვარ, რომ ასე მოხდა. თუმცა მეუღლეები დაშორების შემდეგ მეგობრებად რჩებიან, მე და კარლოსაც ასეთი ურთიერთობა გვექნება.  ჩვენ კარგ სიზმარში ვიყავით, მაგრამ უცბად გაგვეღვიძა",-თქვა ლაურენტისმა. იტალიის ვიცე-ჩემპიონი 21 ქულით სერია A-ში მეშვიდე ადგილზეა, თუმცა ჩემპიონთა ლიგაში მერვედფინალის საგზური მოიპოვა.

სხვა სტატიები