Belive

ასტონ ვილა პრემიერ ლიგაში დაბრუნდა!

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ფლეი ოფის საფინალო მატჩი ლონდონში, კერძოდ კი უემბლის სტადიონზე, სადაც ერთმანეთს პრემიერ ლიგის საგზურისთვის "ასტონ ვილა" და "დერბი" უპირისპირდებოდნენ. მატჩი საკმაოდ დაძაბული და უხვგოლიანი გამოდგა. მატჩის პირველი ტაიმი "ასტონ ვილამ" 1:0 გაიმარჯვა, მეორე ტაიმიც "ასტონ ვილას" უპირატესობით დაიწყო, რასაც მატჩის 59-ე წუთზე გოლი მოჰყვა და ანგარისი 2:0 გახდა. დარჩენილი დროის განმავლობაში "დერბი" დიდ უპირატესობას ფლობდა და მატჩის 81-ე წუთზე სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, თუმცა საბოლოოდ მატჩის გადარჩენა ვერ შეძლო. "ასტონ ვილამ" ამ გამარჯვებით პრემიერ ლიგის საგზური მოიპოვა, ხოლო რაც შეეხება ფრენკ ლამპარდის გაწვრთნილ "დერბის", ისინი პრემიერ ლიგის საგზურისთვის მომავალ სეზონში იბძოლებენ.

სხვა სტატიები