არგენტინის ნაკრებმა იტალიასთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა

არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ, იტალიასთან გასამართი მატჩისთვის (ფინალისიმა 2022) 29 ფეხბურთელი გამოიძახა.

შემადგენლობაში ერთი დებიუტანტი, ,,ფეიენოორდის” მცველი, მარკოს სენესი მოხვდა.

არგენტინის ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ემილიანო მარტინესი, ფრანკო არმანი, ხერონიმო რული, ხუან მუსო.

მცველები: გონსალო მონტიელი, ნიკოლას ოტამენდი, მარკოს აკუნია, ნეუენ პერესი, ხუან ფოიტი, ლისანდრო მარტინესი, ნაუელ მოლინა, კრისტიან მორენო, ხერმან პეცელა, ნიკოლას ტალიაფიკო, მარკოს სენესი.

ნახევარმცველები: ალექსის მაკ ალისტერი, როდრიგო დე პაული, ანხელ დი მარია, ნიკოლას გონსალესი, ალეხანდრო გომესი, ჯოვანი ლო სელსო, გვიდო როდრიგესი, ეზეკიელ პალასიოსი.

თავდამსხმელები: ლეო მესი, პაულო დიბალა, ხოაკინ კორეა, ლაუტარო მარტინესი, ანხელ კორეა, ხულიან ალვარესი.


იტალიასა და არგენტინას შორის მატჩი პირველ ივნისს, ,,უემბლიზე” გაიმართება.


არგენტინის ნაკრებმა იტალიასთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა

სტატიის ავტორი
-