Belive

ანსუ ფატი ჩემპიონთა ლიგის რეკორდსმენი გახდა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" ნახევარმცველი ანსუ ფატი ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში ორი გოლის გატანა სრულწლოვანად გახდომამდე შეძლო. ესპანელმა ფეხბურთელმა თავი ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში, უნგრულ "ფერენცვაროშთან" (5:1) გამოიჩინა, როცა ნიდერლანდელი ფრენკიე დე იონგის გადაცემის შემდეგ, 42-ე წუთზე მეტოქეს მეორე გოლი გაუტანა. აქამდე "ფურია როხას" ახალწვეულს წინა სეზონში, 2019 წლის 10 დეკემბერს, "ინტერისთვის" ჰქონდა გატანილი. 17 წლის შემტევი, რომელიც "ბლაუგრანას" მთავარ გუნდში 2019 წლის შემოდგომიდან თამაშობს, კატალონიური გრანდის რიგებში 38 შეხვედრაში 12 გოლი აქვს გატანილი, მის აქტივში ასევე სამი საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები