ალბანეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

2022 წლის მეორე ამხანაგურ შეხვედრაში, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ალბანეთთან სტუმრად ითამაშებს.

მატჩის დაწყებამდე 1 საათით ადრე ცნობილია ვილი სანიოლის გავწრთნილი გუნდის სატარტო თერთმეტეული, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება:

საქართველო: გიორგი მამარდაშვილი – გრიგოლ ჩაბრაძე, გურამ კაშია, საბა კვირკველია, ლაშა დვალი – ნიკა კვეკვესკირი, გიორგი აბურჯანია – გიორგი წიტაიშვილი, ვაკო ყაზაიშვილი, ზურიკო დავითაშვილი  – დავით ვოლკოვი.

მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი.

საქართველოსა და ალბანეთის ნაკრებების დაპირისპირება 20:00 საათზე დაიწყება და შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ალბანეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

სტატიის ავტორი
-