Belive

ახალი დეტალები | ემილიანო სალა თვითფრინავის ჩამოვარდნამდე მოწამლული იყო

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
2019 წლის 21 იანვარს ავიაკატასტროფის შედეგად "ნანტის" თავდამსხმელის, ემილიანო სალას სიცოცხლე შეწყდა. არგენტინელი ფეხბურთელი, რომელიც 15 მილიონის სანაცვლოდ "ნანტიდან" "კარდიფმა" შეიძინა, საფრანგეთიდან უელსიში, პირადი თვითმფრინავით მიემგზავრებოდა. მიუხედავად ინციდენტიდან გასული დროისა, სალას სამედიცინო ექსპერტიზის საბოლოო პასუხები ჯერ ცნობილი არ არის. თუმცა, ესპანურმა მედიამ უახლესი ინფორმაცია გაავრცელა. ემილიანოს ტოქსიკოლოგიური ტესტი ჩაუტარდა, რომლის დროსაც მას თეძოს ვენიდან სისხლი აუღეს - ამით შესაძლებელი გახდებოდა ფეხბურთელის ორგანიზმში ალკოჰოლის დონის გარკვევა. ტესტის შედეგების მიხედვით, სალას სისხლში ნახშირბადის მონოქსიდის 58%-იანი დონე დაფიქსირდა. აღნიშნული ფაქტი ექსპერტებს საშუალებას აძლევს, რომ არგენტინელის ორგანიზმის ნახშირბადის მონოქსიდით სერიოზულ მოწამვლაზე ისაუბრონ. გამოძიებაში მონაწილე ექსპერტი, ბასილ პერდიუ ამბობს, რომ ემილიანო სალა სხეულისა და თავის მძიმე დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. მიუხედავად ამისა, არგენტინელი ფეხბურთელის ორგანიზმი ნახშირორჟანგის დიდ ზემოქმედებას განიცდიდა, რაც ნიშნავს იმას, რომ სალა თვითმფრინავის წყალში ჩავარდნამდე ღრმა კომაში იყო.  

სხვა სტატიები