Belive

აგუერო: "10-ნომრიან მაისურს მესის პატივისცემის გამო არ მოვირგებ"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლიონელ მესის "ბარსელონადან" წასვლის შემდეგ კლუბში 10-ნომრიანი მაისურის მომავალი მფლობელის ვინაობა ირკვეოდა, რომელსაც საბოლოოდ ანსუ ფატი მოირგებს, თუმცა თავდაპირველად ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ხსენებული მაისური სერხიო აგუეროს შესთავაზეს. სერხიო აგუერომ განაცხადა, რომ მან "ბარსელონაში" 10-ნომრიანი მაისურის ჩაცმის შანსი მხოლოდ იმიტომ უარყო, რომ ლიონელ მესისადმი დიდი პატივისცემა გააჩნია. პატივისცემასთან ერთად აგუერომ კიდევ ერთ მიზეზად მესისადმი ერთგულება დაასახელა. "ვინმე უარს იტყვის ბარსელონაში 10-ნომრიანი მაისურის ტარებაზე?" "ეს თითოეულ ფეხბურთელს უნდა, მათ შორის მეც, მაგრამ მესისადმი პატივისცემისა და ერთგულების გამო 10-ნომრიან მაისურს არ მოვირგებ", - განაცხადა აგუერომ. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ 10-ნომრიან მაისურს ანსუ ფატი მოირგებს. ამ ფაქტთან დაკავშირებით "ბარსელონას" ოფიციალური ტვიტერის გვერდი იუწყება.

 

სხვა სტატიები