Belive

70-მილიონიანი გარიგება: მანჩესტერ იუნაიტედი სპონსორის შეცვლას გეგმავს

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედი" კლუბში ფინანსების მოზიდვას და ახალი სპონსორის შემატებას გეგმავს, რომელიც "წითელ ეშმაკებს" წელიწადში 70 მილიონი ევროს მოგებას მოუტანს. კლუბის ამჟამინდელი გენერალური სპონსორი "შევროლე" "მანჩესტერთან" 2014 წლიდან თანამშრომლობს და გუნდის სათამაშო მაისურის წინა მხარეს სწორედ ამერიკული მანქანის მწარმოებელი კომპანიის ლოგო ამშვენებდა. საინტერესოა, რომ ამ მოქმედი გარიგების პირობებით, ინგლისური კლუბი 64 მილიონ ევროს იღებს, რაც ფეხბურთის ისტორიაში ე.წ. მაისურის სპონსორებისთვის უდიდესი ფინანსური დანახარჯია. ამის მიუხედავად, ედ ვუდვორდი, კლუბის შემოსავლების კიდევ უფრო გაზრდას გეგმავს. 2020 წელს, მხარეებმა ხელშეკრულების ვადა 6 თვით გაახანგრძლივეს და ის საბოლოოდ, მიმდინარე წლის დეკემბერში იწურება.
Manchester United players respond to Ole Gunnar Solskjaer team talk at Everton - Samuel Luckhurst - Manchester Evening News
ამრიგად, წლის ბოლომდე, "იუნაიტედს" ახალი სპონსორი ეყოლება, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ მომდევნო საფეხბურთო სეზონში მანჩესტერულმა კლუბმა ორი განსხვავებული დიზაინის მქონე მაისურების კოლექცია დაამზადოს და იქ თავის წარმოჩენის შესაძლებლობა ორ სპონსორს მიეცეს. როგორც The Sun-ი იუწყება, Chevrolet-ის კონკურენტი ამ საქმეში კიდევ ერთი ამერიკული კომპანია იქნება, რომელიც კომპიუტერული და ელექტრონული პროდუქციის მწარმოებელია. არსებობს ვერსია, რომ ეს კომპანია commodore-ია, რომელიც 1987-94 წლებში ლონდონის "ჩელსის" სპონსორი გახლდათ. ირკვევა, რომ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ფინანსური კრიზისის გამო, "მანჩესტერ იუნაიტედმა" 100 მილიონი ევრო იზარალა.
მიუხედავად იმისა, რომ "იუნაიტედის" გულშემატკივრის ნაწილს წარსულში, ედ ვუდვორდის ეფექტურობაში ეჭვი ეპარებოდა, როცა საქმე მოთამაშეთა ტრანსფერებზე მოლაპარაკებას ეხებოდა, ამჟამად მათ ბევრად მეტად სწამთ მისი, როგორც გონიერი მენეჯერის, რომელსაც კომერციული საქმიანობა და სპონსორების მოზიდვა კარგად ეხერხება. "მანჩესტერ იუნაიტედი" 28 ტურის შემდეგ, ინგლისის პრემიერ ლიგაში 54 ქულა აქვს და მეორე პოზიციას იკავებს. ოლე გუნარ სულშერის გუნდი თანაქალაქელ პრინციპულ მეტოქეს 11 ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება საერთაშორისო სარბიელს, "ეშმაკები" ევროპის ლიგის 1/8-ფინალში "მილანს" დაუპირისპირდებიან. პირველი მატჩი 11 მარტს, "ოლდ ტრაფორდზე" გაიმართება.

სხვა სტატიები