10 წლის შემდეგ კვლავ ერთად – კრკიჩი ინიესტას კლუბში ჩაირიცხა

30 წლის ესპანელი ფორვარდი – ბოიან კრკიჩი, იაპონურ “ვისელ კობეში” ჩაირიცხა და 10 წლის შემდეგ, კვლავ ანდრეს ინიესთან ერთად ითამაშებს.

კრკიჩი იაპონურ კლუბში, MLS-დან გადავიდა. ბოლოს ესპანეთი ფორვარდი ‘მონრეალის” ღირსებას იცავდა. ბოიანი იაპონურ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხა და კლუბში 2023 წლის 31 ივლისამდე დარჩება.

10 წლის შემდეგ კვლავ ერთად - კრკიჩი ინიესტას კლუბში ჩაირიცხა 1

ბოლოს ბოიან კრკიჩი და ანდრეს ინიესტა ერთად “ბარსელონაში” 2011 წელს თამაშობდნენ, როდესაც ბოიანი 20 წლის იყო და მსოფლიო ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავადაც ითვლებოდა, თუმცა მან, მსოფლიო ფეხბურთის გულშემატკივარს იმედები ვერ გაუმართლა.

10 წლის შემდეგ კვლავ ერთად – კრკიჩი ინიესტას კლუბში ჩაირიცხა

სტატიის ავტორი
-