6-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ, ტობი ალდერვაირელდმა ლონდონის “ტოტენჰემი” დატოვა.
ბელგიელმა ცენტრალურმა მცველმა, რომელსაც “დეზებთან” კონტრაქტი 2023 წლამდე ჰქონდა, ყატარულ “ალ დუჰაილში” გადაინაცვლა, მისი ხელშეკრულების გამოსასყიდად კი აზიურმა მხარემ 15 მილიონი ევრო გადაიხადა.
You’ve been immense.
Good luck, @AlderweireldTob 💙👊 https://t.co/YdMMZjTSut
— Tottenham Hotspur (@SpursOfficial) July 27, 2021
ამსტერდამის “აიაქსის”, მადრიდის “ატლეტიკოს” და “საუთჰემპტონის” ყოფილმა უკანახაზელმა, “ტოტენჰემის” მაისური 2015 წელს მოირგო და მას შემდეგ ჩატარებულ 236 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა, 5 საგოლე გადაცემა გააკეთა და 2019 წელს გუნდს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლაშიც დაეხმარა, სადაც “ლივერპულთან” – 0:2 დამარცხდა.