პრემიერ ლიგის გასულ ტურში “მანჩესტერ იუნაიტედმა” “ლიდსი” სტუმრად 2:4 დაამარცხა.
შეხვედრის ანგარიში თამაშის მიმდინარეობაზეც აისახა. “წითელი ეშმაკების” ნახევარმცველი, სკოტ მაკტომინეი “ლიდსის” წინააღმდეგ განსაკუთრებული უხეშობით გამოირჩეოდა.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა კადრებმა, სადაც შოტლანდიელი ნახევარმცველის 3 ჯარიმაა ასახული, დიდი გამოხმაურება მოიპოვა.
იხილეთ ვიდეო:

მიუხედავად ასეთი უხეშობებისა, მაკტომინეის მსაჯმა მხოლოდ ერთი ყვითელი ბარათი უჩვენა.