არნე სლოტი: ,,მეტოქემ სიურპრიზიც რომ შემოგვთავაზოს, ამ სეზონში უკვე 55 მატჩი გვაქვს ნათამაშები”

როტერდამის ,,ფეიენოორდის” მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა, კონფერენს ლიგის ფინალურ შეხვედრაზე ისაუბრა:

,,ვიცით, რას უნდა ველოდოთ, მაგრამ, შეიძლება, ყველაფერი მოხდეს. ხანდახან მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელი რაღაც სიურპრიზს ამზადებს. რომას ბევრი მატჩი ვნახეთ, ამიტომ, იმედი მაქვს, მატჩისთვის საფუძვლიანად ვიქნებით მზად. როგორც ნიდერლანდურ პრესას ვუთხარი, მეტოქემ სიურპრიზიც რომ შემოგვთავაზოს, ამ სეზონში უკვე 55 მატჩი გვაქვს ნათამაშები, ასე რომ, არა მგონია, რაიმე გაგვიკვირდეს.

რომა თითქმის ყოველთვის ერთ სტილში თამაშობს. გამიკვირდება თუ ფინალში დაცვით ფეხბურთს შემოგვთავაზებენ. ვფიქრობ, ისინი ჩვენი მცველების ზურგს უკან გრძელი პასების გადაკიდებას ეცდებიან, თუმცა ვინ იცის…” – სლოტის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.


,,რომასა” და ,,ფეიენოორდს” შორის კონფერენს ლიგის ფინალური შეხვედრა დღეს, ტირანაში გაიმართება. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

 

არნე სლოტი: ,,მეტოქემ სიურპრიზიც რომ შემოგვთავაზოს, ამ სეზონში უკვე 55 მატჩი გვაქვს ნათამაშები”

სტატიის ავტორი
-