,,მათი ინდივიდუალობა ვერ დავინახე, როცა ფინალში გავანადგურე'' - პეპმა ევრას და ბერბატოვს უპასუხა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,ინდივიდუალობა იმიტომ არ გვაქვს, რომ ორ წუთში ორი გოლი გავუშვით მას შემდეგ, რაც მომენტი გავანიავეთ? ბოლო 4 თამაშში 22 გოლი რომ გავიტანეთ? ბოდიში, მაგრამ მათ აბსოლუტურად არ ვეთანხმები. ბერბატოვისა და ევრას წინააღმდეგ მითამაშია და მათი ასეთი ინდივიდუალობა ვერ დავინახე, როცა ბარსელონასთან ერთად მანჩესტერი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავანადგურე,'' - გვარდიოლას სიტყვებს Sky Sports-ი ციტირებს.ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ,,რეალმა” ,,მანჩესტერ სიტის” დამატებით დროში 3:1 მოუგო და ფინალში გავიდა. ,,სამეფო გუნდმა” ორი გოლის გატანა 90-ე და 91-ე წუთებზე შეძლო.