Belive

კლოპი ჰოლანდის სიტიში გადასვლაზე: ,,სამწუხაროდ, ეს ძალიან კარგი ტრანსფერია''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ერლინგ ჰოლანდის ,,მანჩესტერ სიტიში” გადასვლაზე ისაუბრა:
,,ჰოლანდი სიტის აშკარად გააძლიერებს, ის ძალიან კარგი ფეხბურთელია. მანჩესტერ სიტი არასდროს ყოფილა გუნდი, რომელიც ერთ მოთამაშეზეა დამოკიდებული. მათ განსაკუთრებული სტილი აქვთ. ვფიქრობ, ერლინგი სწრაფად გააცნობიერებს, რომ კართან ახლოს, ერთი შეხებით, ბევრ გოლს გაიტანს და ეს მოეწონება. ჰოლანდი ნამდვილი მხეცია, ბორუსიაში რამდენიმეჯერ დაიმტვრა, მაგრამ როცა ფორმაშია, მხეცია. სამწუხაროდ, ეს ძალიან კარგი ტრანსფერია,'' - კლოპის სიტყვებს Daily Mail-ი ციტირებს.
რამდენიმე დღის წინ, ,,მანჩესტერ სიტიმ'' ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჰოლანდი პირველი ივლისიდან ,,ქალაქელთა'' შემადგენლობაში ითამაშებს. ინგლისური მედიის ცნობით, 21 წლის ფეხბურთელი მანჩესტერელებთან კონტრაქტს 2027 წლამდე გააფორმებს და კვირაში ხელფასის სახით 440 ათას ევროს მიიღებს. ჰოლანდი ,,დორტმუნდში” 2020 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში თავდამსხმელის ანგარიშზე გერმანული კლუბის მაისურით ჩატარებულ 29 მატჩში 28 გოლი და 8 ასისტია.

სხვა სტატიები