Belive

შესნი: ,,იმედია, რუსეთი მუნდიალიდან მოიხსნება, ვნახოთ, ეყოფა თუ არა ფიფას ამის გამბედაობა''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პოლონეთს ეროვნული ნაკრებისა და ტურინის ,,იუვენტუსის'' მეკარე, ვოიცეხ შესნი, იმედოვნებს, რომ ფიფა რუსეთის ნაკრებს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან მოხსნის:
,,მე უკვე გადავწყვიტე, რომ რუსეთის წინააღმდეგ არ ვითამაშებ და მიხარია, რომ ჩემმა თანაგუნდელებმაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. თუ ტექნიკურ მარცხს ჩაგვითვლიან, ამას თავაწეულები მივიღებთ, რადგან გვეცოდინება, რომ სწორად მოვიქეცით. იმედი მაქვს, ჩვენს პოზიციას სხვა ნაკრებებიც გაიზიარებენ და რუსეთთან თამაშზე უარს იტყვიან. ვიმედოვნებ, რომ რუსეთი მუნდიალიდან მოიხსნება, ვნახოთ, ეყოფა თუ არა ფიფას ამის გამბედაობა,'' - შესნის სიტყვებს Calciomercato ციტირებს.
გუშინ პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ჩეზარი კულეშამ, განაცხადა, რომ პოლონელები რუსეთის წინააღმდეგ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეიოფის შეხვედრას არ ჩაატარებენ. განცხადებას რობერტ ლევანდოვსკიც გამოეხმაურა: ,,ეს სწორი გადაწყვეტილებაა! ასეთ სიტუაციაში, როცა უკრაინაში შეიარაღებული აგრესია გრძელდება, რუსეთთან თამაში ვერ წარმომიდგენია. ამაზე პასუხისმგებლები რუსი ფეხბურთელები და გულშემატკივრები არ არიან, მაგრამ, თავს ვერ მოვიტყუებთ, რომ, თითქოს, არაფერი ხდება.”
რუსეთსა და პოლონეთს შორის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეიოფის მატჩი 24 მარტს, მოსკოვშია ჩანიშნული.

სხვა სტატიები