Belive

ხავი ვალენსიასთან შეხვედრის წინ: ,,ჩვენთვის ყოველი მატჩი ფინალივითაა''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კატალონიის ,,ბარსელონას'' მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ, ,,ვალენსიასთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:
,,ჩემზე დამოკიდებული რომ იყოს, მატჩის დაწყების დროს გადავწევდი. რა თქმა უნდა, ნაპოლისთან ასეთი დაძაბული შეხვედრის შემდეგ, ეს საუკეთესო სცენარი არ არის, მაგრამ არ ვწუწუნებთ. ჩვენთვის ყოველი მატჩი ფინალივითაა. სეზონის ბოლოს ოთხეულში უნდა მოვხვდეთ, ამიტომ მოგება მნიშვნელოვანია. ვალენსია ეცდება, საკუთარი ფეხბურთი ითამაშოს, მათ შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავთ. ძალიან რთული და დაძაბული მატჩი გველის,'' - ხავის სიტყვებს Marca ციტირებს.
დღეს, ლა ლიგის 25-ე ტურში, ,,ვალენსია'' ,,ბარსელონას'' უმასპინძლებს, მატჩი 19:15 საათზე დაიწყება. 23 თამაშის შემდეგ, კატალონიელები 39 ქულით სატურნირო ცხრილის მე-6 პოზიციაზე არიან და მე-4 ადგილზე მყოფ ,,ატლეტიკოს'' 3 ქულით ჩამორჩებიან.

სხვა სტატიები