Belive

მოურინიო: ,,პსჟ-სა და რეალის შეხვედრა არ მომეწონა, ინტერი-ლივერპული უკეთესი იყო''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,რომას'' მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩებზე ისაუბრა:
,,თავს პრივილეგირებულად ვგრძნობ... მწვრთნელის ამპლუაში ჩემპიონთა ლიგაზე 150-ზე მეტი შეხვედრა მაქვს ჩატარებული, ამიტომ, იმაზე არ ვდარდობ, რომ ახლა კონფერენს ლიგაზე ვთამაშობთ. ნოსტალგია არ მაქვს, დიდი მატჩები არ მინახავს. პსჟ-სა და რეალის შეხვედრა არ მომეწონა, ინტერი-ლივერპული უკეთესი იყო,'' - განაცხადა პორტუგალიელმა.
ჟოზე მოურინიოს სამწვრთნელი კარიერის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგა 2-ჯერ აქვს მოგებული. 2004 წელს სპეციალისტმა ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი ,,პორტუსთან'' ერთად მოიგო, 2010 წელს კი - ,,ინტერთან''.

სხვა სტატიები