ლონდონის ,,ტოტენჰემის” შემტევმა, სონ ჰინ-მინმა, ,,ლივერპულთან” გასამართ მატჩზე ისაუბრა:
,,ლივერპული მართლაც ძალიან ძლიერი გუნდია და მათი მატჩების ყურება მსიამოვნებს, რადგან ფეხბურთის გულშემატკივრისთვის საინტერესოა, როგორ თამაშობენ ისინი. თუმცა, არ მინდა, იფიქრონ, რომ აქ მოვლენ და 3 ქულას მარტივად მოიპოვებენ.
მსურს, ეს დღე მეტოქისთვის საშინელი იყოს. მათთვის, ვინც ლონდონში ჩამოვა, თამაში რთული იქნება, ეს ჩვენი მიზანია,” – განაცხადა სონმა.
პრემიერლიგის მე-18 ტურში ,,ტოტენჰემი” ,,ლივერპულს” უმასპინძლებს, მატჩი დღეს, 20:30 საათზეა, ჩანიშნული.