Belive

მესი: ,,მთელი ცხოვრება აქ გავატარე, ამისთვის მზად არ ვარ''

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ლეო მესი ,,კამპ ნოუზე'' პრესკონფერენციას მართავს და კატალონიური გუნდს ემშვიდობება:
,,ამდენი წლის შემდეგ ძალიან რთულია... მთელი ცხოვრება აქ გავატარე, ამისთვის მზად არ ვარ. გასულ წელს მე და ჩემი ოჯახი დაგვარწმუნეს, რომ მთელ ცხოვრებას აქ გავატარებდით. თუმცა, დღეს ამ ყველაფერს უნდა დავემშვიდობო. მივდივარ ჩემს ცოლთან და 3 კატალონიელ-არგენტინელ შვილთან ერთად. მივდივარ ჩემი სახლიდან, თუმცა მადლიერი ვარ ყველაფერის, მადლობა ჩემს გუნდელებს, ყოფილ თანაგუნდელებს, გულშემატკვიარს. 13 წლიდან ბარსელონაში ვცხოვრობდი და ეს ჩემი სახლია. ძალიან ბევრი რამ მოხდა, ცუდი ამბებიც გადამხდა, მაგრამ ამ ყველაფერმა იმ ადამიანად ჩამომაყალიბა, რომელიც თქვენს წინ დგას. აქ მოსვლის დღიდან გუნდისთვის აბსოლუტურად ყველაფერს ვაკეთებდი. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ამ ქალაქს დავემშვიდობებოდი, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ეს დღე დადგებოდა. ვეღარ გავიგებ ,,კამპ ნოუზე'' მყოფი გულშემატკივრის ხმას, რომელიც ჩემს სახელს სკანდირებდა. დიდი მადლობა იმ სიყვარულისთვის, რომელსაც ადამიანებისგან ამდენი წლის განმავლობაში ვიღებდი. იმედი მაქვს, დავბრუნდები და ამ გუნდის წევრი ნებისმიერი ფორმით ვიქნები,'' - განაცხადა მესიმ.
5 აგვისტოს ,,ბარსელონამ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდი ლეოს ახალ კონტრაქტს ლა ლიგაში არსებული შეზღუდვების გამო ვერ უფორმებდა. მესის ,,ბარსელონასთან” არსებული ხელშეკრულება 30 ივნისს ამოეწურა და თავისუფალი აგენტი გახდა. გასულ სეზონში არგენტინელმა კატალონიური გუნდის მაისურით ჩატარებულ 47 შეხვედრაში 38 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები