Belive

საქართველოს ჩემპიონი მონტენეგროელ თავდამსხმელს იმატებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს მოქმედი ჩემპიონი "დინამო ბათუმი" 2022 წლის სეზონისთვის აქტიურად ემზადება და ტრანსფერებს ერთმანეთის მიყოლებით ახორციელებს. მას მერე რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ აჭარულმა კლუბმა "დინამო თბილისიდან" სერბი ნახევარმცველი, მილან რადინი და გორის "დილადან" ირაკლი ბიძინაშვილი დაიმატა, ცნობილი ხდება, რომ ბათუმელები მონტენეგროელ თავდამსხმელს, სტეფან დენკოვიჩს იმატებენ. 30 წლის ფეხბურთელი, რომელიც სერბეთის დედაქლაქ ბელგრადშია დაბადებული, ამპლუით მარცხენა ფლანგის შემტევი გახლავთ, თუმცა მას თამაში მარჯვენა გარემარბადაც შეუძლია. კარიერის განმავლობაში მას სერბულ "ცრვენა ზვეზდასა" და "ვოივოდინაში", უნგრულ "პუშკაშში", ებრაულ "ჰაპოელ ჰაიფაში", სამშობლოში კი "სუტიესტას" რიგებში უთამაშია. ბოლოს იგი ყაზახეთის ჩემპიონატში თამაშობდა, სადაც ყიზილორდიის "კაისარის" მაისურს ირგებდა და წინა სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 28 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ გია გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდი თბილისის "ლოკომოტივის" ნახევარმცველების, თორნიკე კირკიტაძის და ულად-ომარ იმრანის დამატებით ინტერესდება.

სხვა სტატიები