ესპანური მედია: ლა ლიგის პირველ ტურში ვალენსიას კარს მამარდაშვილი დაიცავს 

ესპანური მედია-საშუალებები, ლა ლიგის განახლების წინ, თითოეული გუნდის სავარაუდო ძირითად შემადგენლობას ავრცელებენ.

საინტერესოა, რომ მეკარის პოზიციაზე არსებული დანაკლისის ფონზე, “ვალენსიას” ძირითადი შემადგენლობის წევრად, ესპანური პრესა სწორედ საქართველოს ნაკრების გოლკიპერს, გიორგი მამარდაშვილს განიხილავს.

futbolfantasy.com-ის ვერსიით, “ღამურების” კარს 14 აგვისტოს, ლა ლიგის პირველ ტურში, “ხეტაფეს” წინააღმდეგ “დინამო თბილისის”, “რუსთავის” და თბილისის “ლოკომოტივის” ყოფილი ფეხბურთელი დაიცავს. ამის ალბათობას გამოცემა 70%-ით აფასებს.

ესპანური მედია: ლა ლიგის პირველ ტურში ვალენსიას კარს მამარდაშვილი დაიცავს  1

20 წლის კარის დარაჯმა, რომელიც “დინამო თბილისიდან” “ვალენსიაში” ერთწლიანი იჯარით გადაბარგდა, ესპანური კლუბის 4 შეხვედრაში ითამაშა, აქედან სამში სრულად და ამდენჯერვე კარის მშრალად შენახვა მოახერხა.

ესპანური მედია: ლა ლიგის პირველ ტურში ვალენსიას კარს მამარდაშვილი დაიცავს 

სტატიის ავტორი
-