Belive

თელავი საქართველოს თასის მეოთხედფინალში ითამაშებს 

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალური ეტაპის მეექვსე შეხვედრა თელავში შედგა, სადაც ერთმანეთს ეროვნული ლიგის დებიუტანი ორი კლუბი დაუპირისპირდა. კახეთის ცენტრში, ადგილობრივმა "თელავმა" თბილისის "მერანს" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. წყვილში ფავორიტად მასპინძლები მიიჩნეოდნენ და სტატუსი საწყის წუთებშივე გაამართლეს. რევაზ გოცირიძის გაწვრთნილებმა ბურთზე კონტროლი დაუყოვნებლივ დააწესეს და მეტოქის კარზე სახიფათო იერიშების მიტანა დაიწყეს. ამან შედეგი მალევე გამოიღო. პირველ ნახევარში "თელავმა" ორი გოლი გაიტანა და ორივე სტანდარტული მდგომარეობიდან. მე-16 წუთზე, კუთხურიდან საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი გუნდის კაპიტანმა ანტონ თოლორდავამ უზუსტესი და უძლიერესი დარტყმით მეტოქის კარში ისე გადაგზავნა, რომ მეკარე უშანსოდ დარჩა. 5 წუთის შემდეგ, რაფაელ ჩუკვურას აქტიურობას მეტოქის საჯარიმოში თამაშს წესების დარღვევა და პენალტი მოჰყვა. 11-მეტრიანი ზუსტად და ეფექტურად გუნდის ლიდერმა, ირაკლი რუხაძემ გადაგზავნა. მეორე ნახევარში თამაშის სცენარი არ შეცვლილა. სათამაშო უპირატესობა მასპინძლებს ჰქონდათ, თუმცა კონტრშეტევაზე შანსი რამდენჯერმე სტუმრებსაც მიეცათ. რიგ ეპიზოდებში, "თელავის" უკანა ხაზმა სიტუაცია სწორად შეაფასა, ზოგჯერ კი დედაქალაქელებს სიზუსტე დააკლდათ. მეორე ნახევრის დარჩენილი დრო გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და გოლის გატანის შანსი ორივე გუნდს მიეცა, თუმცა მიზანს ვერცერთა მიაღწია და საბოლოოდ კახელებმა მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანეს - 2:0  და მეოთხედფინალური ეტაპის საგზური მოიპოვეს. "თელავი": ლევან თანდილაშვილი - ანტონ თოლორდავა (მირიან ჯიქია, 76), ფირუზ მარაქველიძე, ვლადიმერ დიმიტროსვკი, გრიგოლ ჩაბრაძე,  მიხეილ ბაშალეიშვილი, ცოტნე მოსიაშვილი, რაფაელ ჩუკვურა, ნიკოლოზ ბაშალეიშვილი (გიორგი მოისწრაფიშვილი, 90+2), ირაკლი რუხაძე (ლაშა კოხრეიძე, 85), იაროსლავ კვასოვი. მთავარი მწვრთნელი: რევაზ გოცირიძე. "მერანი": რევაზ თევდორაძე  - დაჩი ფოფხაძე, გივი ქარქუზაშვილი, ბექა გაბისკირია, გიორგი გაფრინდაშვილი, კახაბერ კაკაშვილი (დავით ბოლქვაძე, 46), მიშიკო სარდალიშვილი (გოგი ფიფია, 63), ლევან შარირქაძე, იაგო დიესაძე, რევაზ გეწაძე, გიორგი ხაბულიანი (გიორგი მიქაბერიძე, 71). მთავარი მწვრთნელი: გიორგი დარასელია. გოლი: 1:0 ანტონ თოლორდავა (16), 2:0 ირაკლი რუხაძე (21). გაფრთხილება: ნიკოლოზ ბაშალეიშვილი (20), ბექა გაბისკირია (20), ანტონ თოლორდავა (54), დავით ბოლქვაძე (56), ლევან შარიქაძე (70). მსაჯი: ირაკლი კვირიკაშვილი.

სხვა სტატიები