Belive

ეროვნული ლიგიდან სლოვაკეთის ჩემპიონატში - დავით მუჯირი ფორტუნა ლიგაში ითამაშებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ახალგაზრდა თავდამსხმელი, დავით მუჯირი, ეროვნულ ლიგას ტოვებს და ლეგიონერის სტატუსს მოირგებს. 22 წლის ფეხბურთელი, რომელიც ბოლოს ქობულეთის "შუქურაში" ირიცხებოდა, სლოვაკეთის ჩემპიონატში ითამაშებს. ის ფორტუნა ლიგის ბინადარ "ზლატე-მორავცეში" გადაბარგდა და ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. "ზლატე-მორავცე" 2007 წელს სლოვაკეთის თასის გამარჯვებული გახდა, ბოლო წლებში კი საპრიზო ადგილებისთვის იბრძის. წინა სეზონში გუნდმა უეფას კონფერენს ლიგის შესარჩევი ეტაპის საგზურისთვის გაამრთულ ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და საერთაშორისო სარბიელამდე 1 ნაბიჯი დააკლდა. საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ყოფილ ფეხბურთელს, რომელიც 35-ე საფეზბურთო სკოლის აღზრდილია, კარიერის განმავლობაში "საბურთალოსა" და "დინამო თბილისის" აკადემიებში, ასევე საჩხერის "ჩიხურაში" და "ვიტ ჯორჯიაში", უცხოეთში კი, თურქული "ადანასპორის" 19-წლამდელთა გუნდში, და რუმინული "შერიფის" მეორე შემადგენლობაში უთამაშია.

სხვა სტატიები