Belive

ეროვნული ლიგა: XIII ტურის სიმბოლური გუნდი 

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ეროვნული ლიგის მე-13 ტური ლიდერთა შეხვედრებით გამოირჩა. აქ ერთმანეთს წამყვანი ოთხეულის გუნდები დაუპირისპირდნენ. ორი "დინამო" ორ თბილისურ კლუბს შეხვდა და თავის აქტივს 3-3 ქულა შესძინა. თბილისურმა "დინამომ" თანაქალაქელ "ლოკომოტივს" სტუმრად შეხვდა და ორი უპასუხო გოლი გაუტანა. რაც შეეხება ბათუმელებს, მათაც ვაკეში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, "საბურთალოსთან" მინიმალური უპირატესობით - 1:0 იმარჯვეს. მსგავსი ანგარიშით მოიგო ქუთაისის "ტორპედომაც", რომელმაც შინ თბილისის "მერანს" გოლი ბოლო წუთზე, სტანდარტული სიტუაციიდან გაუტანა - 1:0. ტურის ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრა გორში შედგა, სადაც მასპინძელმა "დილამ" ეროვნულ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მებრძოლი "ჩიხურა" - 6:1 გაანადგურა. ერთადერთი შეხვედრა, რომელშიც გულშემატკივარმა გოლი ვერ იხილა იმერეთში გამართული "სამტრედიისა" და "თელავის" დუელი გახლდათ.
მე-13 ტურის შედეგები: "სამტრედია" - "თელავი" 0:0 "დილა" - "ჩიხურა" 6:1 "ტორპედო" - "მერანი" 1:0 "საბურთალო" - "დინამო ბათუმი" 0:1 "ლოკომოტივი" - "დინამო თბილისი" 0:2 მეცამეტე ტურის დასრულების შემდეგ, იმ 11 ფეხბურთელისგან და მწვრთნელისგან შედგენილ სიმბოლურ გუნდს წარმოგიდგენთ, რომლებმაც Live.ge-ს ვერსიით, თავი საუკეთესოდ წარმოაჩინეს. მეკარე: ლევან შოვნაძე (ქუთაისის "ტორპედო"). მცველები: როდნი კლოუსტერი, დავით კობოური (ორივე "დინამო თბილისი"), ლაშა კასრაძე (ქუთაისის "ტორპედო"), ვანდერსონ სილვა (გორის "დილა"). ნახევარმცველები: თორნიკე გაფრინდაშვილი, ჯაბა ჯიღაური (ორივე "დინამო ბათუმი"), გიორგი გაგნიძე, ფრანცისკო მადინგა (ორივე გორის "დილა"). თავდამსხმელები: დავით სხირტლაძე ("დინამო თბილისი"), მიკოლა კოვტალიუკი (გორის "დილა"). მწვრთნელი: ჩისკო მუნიოსი ("დინამო თბილისი").
ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: XII ტურის სიმბოლური გუნდი ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: XI ტურის სიმბოლური გუნდი ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: X ტურის სიმბოლური გუნდი  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: I წრის მიმოხილვა, სიმბოლური გუნდი და საუკეთესოები  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: IX ტურის სიმბოლური გუნდი ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VIII ტურის სიმბოლური გუნდი  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VII ტურის სიმბოლური გუნდი ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VI ტურის სიმბოლური გუნდი  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: V ტურის სიმბოლური გუნდი  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: IV ტურის სიმბოლური გუნდი ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: III ტურის სიმბოლური გუნდი 

სხვა სტატიები