Belive

ეროვნული ლიგა: X ტურის სიმბოლური გუნდი 

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ეროვნულ ლიგაში მეათე ტურის შეხვედრები დასრულდა და საქართველოს ჩემპიონატმა თითქმის ერთთვიანი პაუზაა აიღო. ზაფხული პირველ პოზიციაზე "დინამო ბათუმმა" დაასრულა, რომელმაც ბოლო შეხვედრა თბილისში, "მერანს" - 2:1 მოუგო. აჭარელთა ლიდერობაში წვლილი მათმა უშუალო კონკურენტმაც შეიტანა - "დინამო თბილისმა" ქულები  კახეთში, "თელავთან" დაკარგა - 0:0. კიდევ ერთი უგოლო ფრე ითამაშა კიდევ ერთმა თბილისურმა კლუბმა - "ლოკომოტივმა" სამტრედიიდან ქულა წამოიღო. მიუხედავად პირველ სამ მატჩში გოლების სიმწირიასა, სეზონის ყველაზე უხვგოლიანი ტური მაინც სწორედ მეათე სათამაშო კვირა გამოდგა - ამაში ლომის წვლილი "საბურთალომ" შეიტანა, რომელმაც "ჩიხურას" ბოლო დროს პოპულარული ანგარიშით - 8:2 მოუგო.  მეათე ტური გორში დასრულდა, სადაც "ტორპედოსთან" 3:1 გამარჯვების შემდეგ, გორის "დილამ" სამმატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა.
მეათე ტურის შედეგები:  "თელავი" - "დინამო თბილისი" 0:0 "მერანი" - "დინამო ბათუმი" 1:2 "სამტრედია" - "ლოკომოტივი" 0:0 "ჩიხურა" - "საბურთალო" 2:8 "დილა" - "ტორპედო" 3:1 მეათე ტურის დასრულების შემდეგ, იმ 11 ფეხბურთელისგან და მწვრთნელისგან შედგენილ სიმბოლურ გუნდს წარმოგიდგენთ, რომლებმაც Live.ge-ს ვერსიით, თავი საუკეთესოდ წარმოაჩინეს. მეკარე: სტეფან სიკაჩი ("სამტრედია"). მცველები: საიმონ ბენიო ("დინამო თბილისი"), გიორგი ჯგერენაია ("სამტრედია"), გიორგი ლაცაბიძე ("დილა"). ნახევარმცველები: გრიგოლ ჩაბრაძე ("თელავი"), ჯეროენ ლუმუ, ელვინ ტერა (ორივე "საბურთალო"), ჯაბა ჯიღაური ("დინამო ბათუმი"), რაფაელ ჩუკვურა ("თელავი"). თავდამსხმელები: ბექა ქავთარაძე ("საბურთალო"), ნუგზარ სპანდერაშვილი ("დილა"). მწვრთნელი: რევაზ გოცირიძე ("თელავი").
  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: I წრის მიმოხილვა, სიმბოლური გუნდი და საუკეთესოები  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: IX ტურის სიმბოლური გუნდი ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VIII ტურის სიმბოლური გუნდი  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VII ტურის სიმბოლური გუნდი ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VI ტურის სიმბოლური გუნდი  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: V ტურის სიმბოლური გუნდი  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: IV ტურის სიმბოლური გუნდი ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: III ტურის სიმბოლური გუნდი 

სხვა სტატიები