Belive

დინამო ბათუმი უკრაინელ გულშემატკივარს ბილეთებს უფასოდ გადასცემს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, "დინამო ბათუმი" გუნდის მომდევნო საშინაო შეხვედრებზე დასასწრებ ბილეთებს უკრაინელ გულშემატკივარს უფასოდ გადასცემს. როგორც აჭარული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, ამისათვის გულშემატკივრებმა უკრაინის მოქალაქის პასპორტი უნდა წარადგინონ. "დინამო ბათუმი" ეროვნულ ლიგაში ჩატარებული 7 ტურის შემდეგ, 16 ქულით გათამაშების ერთპიროვნული ლიდერია და შემდეგ მატჩს 18 მარტს, "გაგრას" წინააღმდეგ, საშინაო კედლებში ჩაატარებს.

სხვა სტატიები