Belive

ეროვნული ლიგა: XI ტურის სიმბოლური გუნდი

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონი თითქმის ერთთვიანი პაუზის შემდეგ, 9 სექტემბერს "ლოკომოტივისა" და "ჩიხურას" მატჩით განახლდა. გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდებმა მოსკოვის "დინამოსთან" გასამართი უმნიშვნელოვანესი შეხვედრის წინ კარგი განწყობა შეიქმნეს და იმერლებს - 4:1 აჯობეს. ტურის ცენტრალური შეხვედრა ქუთაისში, ნეიტრალურ არენაზე გაიმართა და აქ ერთმანეთს ჩემპიონობის ორი მაძიებელი, ორი დინამო დაუპირისპირდა. გუნდში დაბრუნებული ჩისკოს ხელმძღვანელობით თბილისელებმა შეიძლება ითქვას, სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარეს და ესპანელს სადებიუტო გამარჯვება აჩუქეს - 3:1.  ტურის ბოლო დღე საკმაოდ მწირგოლიანი გამოვიდა: დედაქალაქში "საბურთალოსა" და "მერანის", გორში კი "დილასა" და "თელავის" შეხვედრა გოლის გარეშე დასრულდა. რაც შეეხება ქუთაისში გამართულ დასკვნით დაპირისპირებას, დარჩენისთვის მებრძოლმა ქუთაისის "ტორპედომ" უშუალო კონკურენტ "სამტრედიას" - 2:1 აჯობა.
მეთერთმეტე ტურის შედეგები:  "ლოკომოტივი" - "ჩიხურა" 4:1 "დინამო ბთ." - "დინამო თბ." 1:3 "საბურთალო" - "მერანი" 0:0 "დილა" - "თელავი" 0:0 "ტორპედო" - "სამტრედია" 2:1 მეთერთმეტე ტურის დასრულების შემდეგ, იმ 11 ფეხბურთელისგან და მწვრთნელისგან შედგენილ სიმბოლურ გუნდს წარმოგიდგენთ, რომლებმაც Live.ge-ს ვერსიით, თავი საუკეთესოდ წარმოაჩინეს. მეკარე: რევაზ თევდორაძე ("მერანი"). მცველები: ნიკოლოზ მალი ("საბურთალო"), ნიკა ჭანტურია, ნიკა სანდოხაძე (ორივე "ლოკომოტივი"). ნახევარმცველები: გიორგი პაპავა, გიორგი ზარია, ბაქარ ქარდავა, ფილიპ ორშულა (ყველა "დინამო თბილისი"), ნიკა გაგნიძე ("დილა"). თავამსხმელები: გიორგი გაბედავა ("დინამო თბილისი"), გიორგი ფანცულაია ("ტორპედო"). მწვრთნელი: ჩისკო ("დინამო თბილისი").
ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: X ტურის სიმბოლური გუნდი  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: I წრის მიმოხილვა, სიმბოლური გუნდი და საუკეთესოები  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: IX ტურის სიმბოლური გუნდი ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VIII ტურის სიმბოლური გუნდი  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VII ტურის სიმბოლური გუნდი ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VI ტურის სიმბოლური გუნდი  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: V ტურის სიმბოლური გუნდი  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: IV ტურის სიმბოლური გუნდი ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: III ტურის სიმბოლური გუნდი 

სხვა სტატიები