ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურში, სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვა საჩხერის “ჩიხურამ”, რომელმაც თბილისის “მერანს” – 3:0 აჯობა და ამ უკანასკნელს ერთადერთი მოუგებელი გუნდის სტატუსი გადააბარა.
სეზონში ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება შეძლო “საბურთალომ” – თბილისურმა კლუბმა ქუთაისში, “ტორპედოს” კარი 4-ჯერ აიღო.
ელიგის დებიუტანტი “თელავი” შთამბეჭდავ თამაშს ისევ აგრძელებს: რევაზ გოცირიძის გაწვრთნილმა გუნდმა ქულა ამჯერად “ლოკომოტივს”, თბილისში აართვა – 1:1.

ლაშა კუპრაშვილი/eliga.ge
მეშვიდე ტურის შედეგები:
“ჩიხურა” – “მერანი” 3:0
“ტორპედო” – “საბურთალო” 0:4
“სამტრედია” – “დინამო თბილისი” 0:4
“ლოკომოტივი” -“თელავი” 1:1
“დილა” -ბათუმის “დინამო” 1:1
სატურნირო მდგომარეობა 7 ტურის შემდეგ:
მეშვიდე ტურის დასრულების შემდეგ, იმ 11 ფეხბურთელისგან და მწვრთნელისგან შედგენილ სიმბოლურ გუნდს წარმოგიდგენთ, რომლებმაც Live.ge-ს ვერსიით, თავი საუკეთესოდ წარმოაჩინეს.
მეკარე: ლაზარე კუპატაძე (“საბურთალო”).
მცველები: გიორგი გაბაძე (“ლოკომოტივი”), გაგი მარგველაშვილი (“საბურთალო”), დავით კობოური (“დინამო თბილისი”), გიორგი ლაცაბიძე (“დილა”).
ნახევარმცველები: ნოდარ ქავთარაძე, ვიტორ პერნამბუკო (ორივე “დინამო თბილისი”), ირაკლი ლექვთაძე (“დილა”).
თავდამსხმელები: ბექა ქავთარაძე (“საბურთალო”), თორნიკე კაპანაძე (“დინამო თბილისი”), კახა კახაბრიშვილი (“ჩიხურა”).
მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი (“დინამო თბილისი”).
ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VI ტურის სიმბოლური გუნდი
ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: V ტურის სიმბოლური გუნდი
ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: IV ტურის სიმბოლური გუნდი
ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: III ტურის სიმბოლური გუნდი