Belive

ზვერევმა ხაჩანოვს მოუგო და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ტოკიოს ოლიმპიადის საჩოგბურთო ტურნირის ფინალში მსოფლიოს მე-5 ჩოგანმა, ალექსანდრ ზვერევმა (გერმანია), კარენ ხაჩანოვს (რუსეთი, 25) ორ სეტში, ანგარიშით 6:3, 6:1 მოუგო და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ფინალური შეხვედრა 1 საათსა და 21 წუთს გაგრძელდა. ხაჩანოვის გარდა, ზვერევმა ოლიმპიადაზე ლუ იანსიუნის, დანიელ გალან რივეროსის, ნიკოლოზ ბასილაშვილის, ჯერემი ჩარდისა და ნოვაკ ჯოკოვიჩის დამარცხება შეძლო. მამაკაცთა შორის ოლიმპიადის ბოლო ჩემპიონი ენდი მარი იყო, რომელმაც 2016 წელს, რიოს ოლიმპიური თამაშების ფინალში, ხუან მარტინ დელ პოტრო დაამარცხა.


სხვა სტატიები