სტენ ვავრინკას დაბრუნება კორტზე წარმატებული გამოდგა – 37 წლის ჩოგბურთელმა რომის მასტერზე რეილი ოპელკა დაამარცხა.
ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა, რომელმაც ბოლო 1 წელში მხოლოდ მესამედ ითამაშა, პრესტიჟული ტურნირის პირველ წრეში მსოფლიოს მე-17 ჩოგანს მოუგო. ვავრინკამ ოპელკასთან პირველი სეტის წაგების (3:6) მიუხედავად, თამაში შემობრუნება მოახერხა (7:5; 6:2) და 2021 წლის 8 თებერვლის შემდეგ, პირველი გამარჯვების მოპოვება მოახერხა.
აღსანიშნავია, რომ ყოფილმა მესამე ჩოგანმა ამ გამარჯვებით 40 ქულა მოიპოვა, და Live რეიტინგში ის 361-დან მე-300 პოზიციაზე დაწინაურდა.
სტენ ვავრინკა 1/16-ფინალში ლასლო ჯერესა (58) და ბორნა ჩორიჩს (262) შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.