ტურნირი როლან გაროსამდე – ბასილაშვილის ბადე ჟენევაში ცნობილია

როლან გაროსამდე ნიკოლოზ ბასილაშვილი ჟენევას 250-იან ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას.

ქართველი ჩოგბურთელის ბადე უკვე ცნობილია. ნიკოლოზი პირველ წრეში კვალიფიკანტს დაუპირისპირდება, გამარჯვების შემთხვევაში კი ის პაბლო ანდუხარ-ალბასა (86) და ჟოაო სოუზას (83) შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ტურნირზე, რომელიც სტარტს 15 მაისს აიღებს, ბასილაშვილი მე-5 ნომრად არის განთესილი. აღსანიშნავია, რომ შვეიცარიაში დანილ მედვედევიც ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ 22 მაისიდან 5 ივნისამდე ჩოგბურთის გულშემატკივარს როლან გაროსი ელის.

ტურნირი როლან გაროსამდე – ბასილაშვილის ბადე ჟენევაში ცნობილია

სტატიის ავტორი
-