Belive

სენსაცია | ჯოკოვიჩი დუბაიში 123-ე ჩოგანთან დამარცხდა

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
დუბაის 500-იანთა თანრიგის ტურნირზე სენსაცია დაფიქსირდა - ნოვაკ ჯოკოვიჩი ირი ვესელის წინააღმდეგ დამარცხდა. სერბმა ჩოგბურთელმა მსოფლიოს 123-ე ჩოგანთან შეხვედრა 2 სეტში - 4:6; 6:7 დათმო და ტურნირს გამოეთიშა. დაპირისპირება ზუსტად 2 საათს გაგრძელდა. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრაზე უარის თქმის გამო, ნოვაკს გარკვეული პერიოდი გაუცდა. მას ზოგიერთი ქვეყანა საზღვარზე არ უშვებს, თუმცა ჯოკოვიჩი დუბაიში დაბრუნდა და მხოლოდ მეოთხედფინალს დასჯერდა. აღსანიშნავია, რომ ამ მარცხით 34 წლის სერბმა პირველობა დაკარგა. ორშაბათიდან მას დანილ მედვედევი გადაუსწრებს.

სხვა სტატიები