Belive

ქალთა ჩოგბურთს ახალი ლიდერი ჰყავს!

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
23 წლის ავსტრალიელი ეშლი ბარტი ქალთა ჩოგბურთის რეიტინგის სათავეში მოექცა. ეშლიმ გასულ კვირაში მიმდინარე ბირმინგემის ტურნირი ტრიუმფით დაასრულა, რაც პირდაპირ აისახა მის წინსვლაზე რეიტინგში, ერთადერთი შანსი, რომ ეშლი დაუყონებლივ მსოფლიოს პირველი ჩოგანი გამხდარიყო სწორედ აღნიშნული ტურნირის ჩემპიონობა გახლდათ. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ ეშლი ბარტიმ საფრანგეთის ღია პირველობა - "როლან გაროსი" მოიგო ახლა კი ბირმინგემის ტურნირიც წარმატებით დაასრულა. ავსტრალიელის მთავარი მდევარი 21 წლის იაპონელი, ნაომი ოსაკაა, რომელსაც 6377 ქულა აქვს და 163 ქულით ჩამორჩება პირველ ნომერს.  

სხვა სტატიები